|
2026-03-25 13:07:18, 2859 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი 2025 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს და ბიზნესის მხარდაჭერით ბანკების უმსხვილეს სამეულში პოზიციებს იმყარებს
ბაზისბანკის 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში. ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში ასე გამოიყურება:
ბაზისბანკი კვლავ რჩება ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. 2025 წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 13.7%, 2.3 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2 მილიარდი ლარი შეადგინა. 2025 წელს, საცალო სესხების მოცულობამ 1 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიების, ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის 2025 წლის მონაცემებით - ბბ ლიზინგის პორტფელმა 46.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წელს მოზიდულმა პრემიამ 24 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.8% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 18.3%. „ბაზისბანკის აქტივების დინამიური ზრდა და 4.9 მილიარდიან ნიშნულთან მიახლოება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ბანკი სწორი სტრატეგიით ვითარდება. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენი პოზიცია უმსხვილეს ბანკთა სამეულში ბიზნესის დაფინანსების კუთხით. 2.3 მილიარდი ლარი, რომელიც იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელშია აკუმულირებული, ნიშნავს მრავალ მხარდაჭერილ წარმატებულ პროექტს, შექმნილ სამუშაო ადგილებსა და ბანკის მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.” - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი. ბაზისბანკის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ორიენტირებულია პროცესების მაქსიმალურ გამარტივებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნაზე. კომფორტული საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების ერთიან სივრცეში შეთავაზებით, ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)