|
2016-03-31 13:41:39, 381 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მისაღები ფორმაა, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეს
„ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავით უსუფაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მისაღები ფორმაა, თუ „ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. „ქართულ ოცნებაში“ დიდი ხანია მიმდინარეობდა კონსულტაციები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიური იყო კონსულტაციები არჩევნებზე გასვლის ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის მისაღები ფორმა, რომ “ქართული ოცნება“ გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებში, შესაბამისად გაკეთდა შესაბამისი განცხადება, „რესპბულიკური პარტიის“ მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით,რომ ამ ეტაპზე გავაგრძელოთ ჩვეულებრივი მუშაობა მთვრობაში. პარტიული კუთვნილების მიუხედავად მთვრობის სტაბილურობა არის ძალიან მნშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საზოგადოებას პარტიის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. რომლის მიხედვითაც, "რესპუბლიკელები" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია კოალიციას დაუყოვნებლივ დატოვებს, არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი ეტაპობრივად წარიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)