05:28 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-19 19:12:41, 9367 ნახვა

კომენტარი
იუკნევიჩიენე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირის წევრობა არასდროს უნდოდა

ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირის წევრობა არასდროს უნდოდა -თქვა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ "ევროსკოპის" ცნობით.

პასუხი კითხვაზე რატომ ხდება ასე საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ გაკვეთილებზე. საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მიტაცებულია. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ევროკავშირის წევრობა არასდროს უნდოდა, პირველივე არჩევნებიდან, რომელშიც მისმა პარტიამ 2012 წელს მოიგო. სწორედ ამიტომ ის რუსეთიდან მილიარდებით დაბრუნდა, რათა შეეცვალა საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსი. მისი და კრემლის მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. მიტაცებული სახელმწიფო, ავტორიტარული მმართველობა. ისეთი როგორსაც ვხედავთ რუსეთში და ბელორუსიაში.

ეს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, კრემლის წარმატებაც არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. მისი პარტია ქართველ ხალხზე მანიპულირებდა, რომ მისი პარტიაა ევროკავშირის მომხრე იყო. მაგრამ პრაქტიკულად, ისინი ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებდნენ.

ახლა ევროკომისია რეალობას ხედავს. ეს პროგრესის ანგარიშშიც აისახა. ბევრი კრიტიკა მაქვს წევრი სახელმწიფოების მისამართითაც. განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოების მიმართ, ვისაც საკმარისი ძალაუფლება აქვს, რომ შეცვალოს ევროკავშირის პოლიტიკა. მე ველოდები სულ მცირე შედეგებს რომ შეცვალონ მიდგომა, იქნებ სანქციებიც დაწესდეს, განსაკუთრებით პასუხისმგებელ პირებზე. - აცხადებს, რასა იუკნევიჩიენე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზოვის ზღვაში დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი აზერბაიჯანელი მეზღვაური დაიღუპა
კოლებში მობილურების გამოყენების წესი დამტკიცდა
ლავროვი: საქართველოს ხელმძღვანელობას ევროკავშირში გაწევრიანების უარყოფითი მხარეები ესმის
„თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics