|
2026-03-13 10:56:13, 4927 ნახვა
საზოგადოება
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომელიც ძაღლების პოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში, აგრძელებს შეხვედრებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სუბიექტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. სააგენტოს ინფორმაციით, მათმა ვეტერინარებმა ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს. შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი. "შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე და ამავდროულად გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის განხორციელების პროცესში. შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამუშაო ფორმატში მონაწილეებმა ასევე ვეტერინართა სავალდებულო სერტიფიცირების მიმდინარეობა და სახელმწიფო კონტროლის ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს", - იტყობინება სეს-ი. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით, (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია; უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)