|
2016-03-31 09:56:32, 323 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს ყველა მოქალაქე ოცნებობდა
25 წლის წინ 31 მარტს ქართველმა ხალხმა, ოსეთთან და აფხაზეთთან ერთად გამოხატეს ნება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეს გამარჯვება ძალიან ბევრმა ადამიანმა მოუტანა. მისივე თქმით, ეს გამარჯვება პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა. „სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება ბევრი ადამიანის მოტანილი, ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერის თქმით, მთავრობის ამოცანაა იმ იმედის ნაპერწკლის აღდგენა, რომელიც მაშინ არსებობდა. „ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენთაგანის გულებში იყო. ასე, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)