23:48 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 16:59:51, 348 ნახვა

პოლიტიკა
გომელაური ფარულ კადრებზე: 100 %-იანი დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ არ გავრცელდება

„100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიდეოები არ გავრცელდება.

„ამაზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან გავრცელდება ან არ გავრცელდება. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება. თუმცა, 100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება, თუნდაც ეს და თუნდაც ტერორიზმისკენ მიდრეკილი კადრები. თუ გავრცელდა გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. ვამბობ, რომ ეს არის ურთულესი საქმე და არ არის ადვილი. მოლოდინს ვერ შეგიქმნით, რა თქმა უნდა პროკურატურა იძიებს და ჩვენ ვეხმარებით, სპეციალური ჯგუფია შექმნილი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროც და ჩვენ ვართ და მაქსიმალურს ვაკეთებთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics