|
2016-03-30 13:50:40, 4385 ნახვა
კულტურა
შოთა რუსთაველის თეატრში ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება
31 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის თეატრში გაიმართება ელგუჯა ბურდულის 75 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო, რომელიც თბილისის მერიის კულუტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის იფნორმაციით, მსახიობს მუსიკალურ ნაწარმოებებს მიუძღვნიან მისი შვილები ბაკური და ლადო, სიტყვით გამოვლენ მისი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც გაიხსენებენ მის განვლილ გზას. საღამოზე ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები ელგუჯა ბურდულის ფილმებიდან და წარმოდგენილი იქნება იმპროვიზირებული შემოქმედებითი ნომრები. ელგუჯა ბურდულს ნათამაშები აქვს 70-მდე ფილმში, როგორც მთავარი ასევე ეპიზოდური როლი. იგი მიეკუთვნება იმ რევოლუციურ ვარსკვლავებს, რომლებმაც ქართველი მამაკაცის ახალი სტერეოტიპი შექმნეს. ამაზე მეტყველებს მის მიერ შესრულებული როლების წარმატებები და პრიზები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)