22:45 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-20 13:38:44, 1323 ნახვა

საზოგადოება
ხატია წერეთელი თავისუფალია

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია.

ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს და წერს, რომ ხატია წერეთელმა სრულად აღიარა ბრალი, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ხატია წერეთელს და მასთან ერთად დაკავებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2025 წლის აგვისტოში შეეფარდათ.

ამ ბრალდებით 12 ადამიანი პოლიციამ 27 აგვისტოს დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. დანაშაულები 4 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics