|
2026-02-19 13:48:29, 712 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილი ვერ მოისყიდის მოსკოვის მექანიზმს
ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდნენ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში დანიშნულ მომხსენებლებს. როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, კოალიცია „ცვლილებებისთვის“-ს ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, მოსკოვის მექანიზმი ძალიან ეფექტურია. „ამ მექანიზმის უპირატესობა ის არის, რომ ის ძალიან სწრაფი, კონკრეტული და ეფექტიანია, არ მოიცავს ხანგრძლივ დისკუსიებს ან პოლიტიკურ შეფასებებს. ის იძლევა ძალიან მკაფიო სამართლებრივ შეფასებებს და აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს. ამ მექანიზმის დასკვნების გამოყენება საერთაშორისო ორგანოებში, რომლებიც უკვე აყენებენ პასუხისმგებლობის საკითხს, ძალიან მარტივი და მიზანმიმართულია. ძალიან კარგია, რომ ეს მოსკოვის მექანიზმი ამოქმედდა. პირადად ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო, რადგან იშვიათად გამოიყენება. დანამდვილებით ვიცი, რომ ამ მექანიზმის ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსყიდვა შეუძლებელია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)