|
2026-02-18 22:44:50, 901 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი- ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები, თითქმის ყოველ კვირას
"ჩვეულებრივ მიწევს ხოლმე საქმის გამო ვიზიტები. თითქმის ყოველ კვირას და ახლაც დაგეგმილი ვიზიტი მქონდა. კვირის ბოლოს ვბრუნდები, შემდეგ კვირას ისევ მიწევს წასვლა… რეალური ინფორმაცია ესაა" | ამბობს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი Bm. ge-სთან საუბარში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც 17 თებერვალს ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში 7 საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. უწყებიდან გამოსულმა დავითაშვილმა თქვა, რომ კითხვები საქართველოს გავლით ევროპის გაზით მომარაგების საკითხს ეხებოდა. მოგვიანებით, სუს-ი დავითაშვილის ინტერვიუს განცხადებით გამოეხმაურა და განმარტა, რომ მის კომენტარში ორი "არსებითი უზუსტობა" იყო. "დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე, აქ საკითხები რომ განეხილა." - განაცხადა სუს-მა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)