|
2026-02-12 13:51:07, 756 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელის საელჩო - მაშინ, როცა ირანის მკვლელი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ
საქართველოში ისრაელის საელჩო მთაწმინდაზე ანძის ირანის სახელმწიფო დროშის ფერებში განათებას გამოეხმაურა. „მაშინ, როდესაც ირანის მკვლელი, ტერორის მხარდამჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩებში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს და აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში, თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ მთაწმინდის ანძის ირანის დროშის ფერებში განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან?”, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიური წარმომადგენლობის “ფეისბუქის“ გვერდზეა გამოქვეყნებული. 11 თებერვალს, საღამოს, თბილისის ანძა ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა. ამ დღეს ირანმა 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)