23:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 17:03:13, 811 ნახვა

სამართალი
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო სამართალდარღვევის 910 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა 21 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად საგადასახადო სამართალდარღვევის 910ფაქტი გამოავლინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, „ერთი კვირის განმავლობაში მათმა ოფიცრებმა 8184 გადამხდელი შეამოწმეს.

„ერთი კვირის განმავლობაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა შეამოწმეს 8184 გადამხდელი და გამოავლინესშემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების106 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 74შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 730 შემთხვევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics