06:33 - 06 Jun, 2026
|
2026-02-05 12:01:53, 10405 ნახვა
სხვადასხვა
ოცნების დეპუტატი გენო პეტრიაშვილი ამერიკულ ორგანიზაცია RAF Wrestling-ს შეუერთდა
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა და თავისუფალი სტილით ჭიდაობის ოლიმპიურმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა ამერიკულ ჭიდაობის ორგანიზაცია RAF Wrestling-თან კონტრაქტი გააფორმა. „ბრინჯაო 2016 წელს. ვერცხლი 2020 წელს. ოქრო 2024 წელს... @petro700 RAF-ს შეუერთდა“, - ნათქვამია RAF Wrestling-ის Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში. კონტრაქტის დეტალები ჯერ არ გახმაურებულა. გენო პეტრიაშვილი ორგზის ევროპის ჩემპიონი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონია. მან ბრინჯაო 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლი 2020 წელს ტოკიოში და ოლიმპიური ოქრო 2024 წელს პარიზში მოიპოვა. გორის ყოფილი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც შეუერთდა RAF Wrestling-ს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)