|
2026-02-04 12:12:33, 752 ნახვა
საზოგადოება
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ
ერთად გავიმარჯვებთ - მთავარია გჯეროდეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან. პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ ქართველი ვარსკვლავი - დავით ნინიაშვილი. 8 თებერვალს, ბორჯღალოსნები ივერდონში, შვეიცარიას დაუპირისპირდებიან; 15 თებერვალს, ამსტერდამში ნიდერლანდებს შეხვდებიან და ჯგუფურ ეტაპს 21 თებერვალს, თბილისში, ესპანეთთან მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ნახევარფინალები 7-8 მარტს, ხოლო ფინალები 15 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ - 17-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 8 - ზედიზედ. თიბისი 2015 წლიდან რაგბის ერთგული მხარდამჭერია. ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ათწლიანი პარტნიორობის ისტორია ბევრ გამარჯვებას, მნიშვნელოვან წარმატებასა და უამრავ დაუვიწყარ ისტორიას აერთიანებს. თიბისისთვის მნიშვნელოვანია რაგბის ღირებულებები. ქართული რაგბი ერთ, მთავარ იდეაზე დგას - გჯეროდეს მაშინაც კი, როცა მიზნის მიღწევა შეუძლებლად გეჩვენება. სწორედ, ამ სიჯიუტითა და მიზანსწრაფულობით დავიმკვიდრეთ რაგბის მსოფლიო რუკაზე ჩვენი ადგილი. საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობით, თიბისი მხარს უჭერს ადამიანებს, ვისაც სირთულეები არ აბრკოლებს და ვინც მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ, დაუღალავად მიდის. ვინც იცის, რომ ნამდვილი გამარჯვება რწმენით იწყება. ერთად გავიმარჯვებთ - მთავარია გჯეროდეს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)