|
2026-01-31 15:22:33, 930 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპს წარუდგინეს ირანზე თავდასხმის შესაძლო ვარიანტები
Wall Sreet Journal-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს წარუდგინეს ირანზე თავდასხმის შესაძლო ვარიანტები, რომლებიც ერთობლივად შეიმუშავეს პენტაგონმა და თეთრმა სახლმა. მათ შორის არის „მასშტაბური გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს რეჟიმის ობიექტებსა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსზე (IRGC) ფართომასშტაბიან დარტყმებს. ხამენეის დაკავება, თუკი ვაშინგტონი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბევრად უფრო რთული ოპერაცია იქნება, ვიდრე მადუროს წინააღმდეგ განხორციელებული მოქმედებები, ირანში უსაფრთხოების გამკაცრებისა და ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გამო. თავის მხრივ, New York Times იუწყება, რომ თეთრ სახლში ამჟამად განიხილება არა მხოლოდ საჰაერო და სარაკეტო დარტყმები, არამედ სპეციალური დანიშნულების ძალების შესაძლო რეიდებიც იმ ირანულ ბირთვულ ობიექტებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის განადგურებული. ბოლო დღეებში ტრამპი და მისი მრჩევლები უფრო ფართომასშტაბიან სცენარებს განიხილავენ, ვიდრე ადრე იყო განხილული. მიზანი არის ირანის სარაკეტო და ბირთვული პროგრამების სერიოზული დაზიანება ან ქვეყნის უზენაესი ლიდერის ინსტიტუტის დასუსტება. ალტერნატიული სცენარები ასევე მოიცავს დარტყმებს ისეთ სამიზნეებზე, რომლებმაც შესაძლოა ქაოსი და შიდა არასტაბილურობა გამოიწვიოს და შექმნას პირობები ხამენეის შეცვლისთვის. ისრაელი კი თავის მხრივ დაჟინებით მოითხოვს საკუთარ ვერსიას, რომელიც ირანის სარაკეტო სისტემაზე ერთობლივ, ფართომასშტაბიან შეტევას გულისხმობს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)