|
2026-01-27 10:41:34, 708 ნახვა
პოლიტიკა
ოთხი წლის ლოდინი: ზელენსკიმ საბოლოოდ დანიშნა უკრაინის ახალი ელჩი საქართველოში
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. RBC-Ukraine-ის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის ბრძანებულებას #83/2026 2026 წლის 26 იანვარს მოაწერა ხელი. „მიხაილო ფრანკოვიჩ ბროდოვიჩის საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დანიშვნის შესახებ“, - ნათქვამია დოკუმენტში. საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2022 წლიდან, იგორ დოლგოვის დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ, ვაკანტურია. ამ ხნის განმავლობაში, უკრაინას თბილისში ოთხი წელზე ნაკლებ დროში ხუთი საქმეების დროებით რწმუნებული წარმოადგენდა. 2025 წლიდან რომან იაკოვენკო მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა. მიხაილო ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სამსახურში 1996 წლიდან მსახურობს. წლების განმავლობაში იგი სტამბოლში უკრაინის გენერალურ საკონსულოში კონსულის, კრაკოვში უკრაინის გენერალური კონსულის თანამდებობებს იკავებდა, ხოლო 2015 წლიდან 2022 წლამდე უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო სლოვენიაში.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)