|
2026-01-19 22:50:43, 11477 ნახვა
Lifestyle
ლეგენდარული იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილი იტალიელი მოდის დიზაინერი, Valentino-ს მოდის სახლის დამფუძნებელი, ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვალენტინო გარავანისა და ჯანკარლო ჯამეტის ფონდის განცხადების თანახმად, ის „რომის რეზიდენციის სიმშვიდეში, საყვარელი ადამიანების სიყვარულით გარშემორტყმული“ გარდაიცვალა. გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი რომში, პიაცა მინიანელის დარბაზში ოთხშაბათს, 21 იანვარს და ხუთშაბათს, 22 იანვარს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება. დაკრძალვა პარასკევს, 23 იანვარს, 11:00 საათზე, რომში, პიაცა დელა რესპუბლიკის სანტა მარია დელი ანჯელესა და დეი მარტირის ბაზილიკაში გაიმართება. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, დაწერა: დამახასიათებელი წითელი ელფერისა და ელეგანტური მაღალი მოდის სილუეტების შემქმნელმა მსოფლიო აღიარება XX საუკუნის მეორე ნახევარში მოიპოვა და მისი სტილი ფუფუნებისა და სტატუსის აღიარებულ სიმბოლოდ იქცა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)