|
2026-01-16 14:00:54, 1149 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Hotel თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 15 ინდივიდუალურ საცხოვრებელ აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტები სრულად არის აღჭურვილი საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს და კაფეს Maluli by Chocoart, სადაც სტუმრებს ხელნაკეთი შოკოლადისა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. “Artifact Apart Hotel-ის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო სივრცის გარდაქმნა ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ისტორიული იდენტობა და კავშირი წარსულთან. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევდა უბანს, რათა პროექტის არქიტექტურულ და სივრცით გადაწყვეტაში ისტორიული მემკვიდრეობა სწორად ასახულიყო. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მის ფუნქციურ დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულ მასალებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის ადაპტირებულ, კომფორტულ გარემოს ქმნის. Artifact Apart Hotel უკვე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ვმასპინძლობთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტორებს. ჩვენი მიზანია მათ მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ და სასიამოვნო გამოცდილება შევუქმნათ”, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, Artifact Apart Hotel - ის დირექტორმა. „საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი აპარტ-სასტუმრო გაიხსნა. გვჯერა, სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)