07:58 - 06 Jun, 2026
|
2026-01-14 18:45:21, 3784 ნახვა
სხვადასხვა
ირანი პროტესტანტის პირველი სიკვდილით დასჯისთვის ემზადება
ოცდაექვსი წლის ერფან სოლტანი, რომელიც ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ფარდისში გამართული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, ირანში სიკვდილით დასაჯეს. იუწყება Euronews ადამიანის უფლებათა დამცველებზე დაყრდნობით. შესაძლოა, ის დღესვე სიკვდილით დასაჯონ. წყაროს ცნობით, სოლტანის საქმე სამართლიანი სასამართლო პროცესის მინიმალური მოთხოვნების გარეშეც კი განიხილეს. ადრე, სასამართლო ხელისუფლების თავმჯდომარემ ეჯეიმ ისაუბრა ბოლო დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების სწრაფი სასამართლო პროცესისა და დასჯის აუცილებლობაზე და ხაზი გაუსვა, რომ ზოგიერთი დაკავებულის სასამართლო პროცესი „საჯარო და მედიაში გაშუქების“ ქვეშ იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)