|
2016-03-26 15:27:40, 1284 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში სამართალდამცველებმა საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს - ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელი მოკლულია
სამართალდამცველებმა ბრიუსელში საეჭვო პაკეტი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური მედია ავრცელებს. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ბასკიულის რაიონში, სადაც ამანათი აღმოაჩინეს, ამ დროისთვის გამნაღმველები მუშაობენ. სამართალდამცვეელბის ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუირებულია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია. გარდა ამისა, ბელგიური პრესა კიდევ ერთ ამბავს ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ შარლერუაში ატომური ელექტროსადგურის დაცვის თანამშრომელი მოკლეს და მისი საშვი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა ხუთშაბათს საღამოს მოხდა, თუმცა მედიით მხოლოდ დღეს გავრცელდა. ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ადგილობრივი მედია წერდა, რომ ტერორისტების თავდაპირველი სამიზნე სწორედ ატომური სადგურები იყო, თუმცა გეგმა მათ სალაჰ აბდესლამის დაკავების შემდეგ შეცვალეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)