|
2016-03-26 13:10:52, 1109 ნახვა
მსოფლიო
სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი აბდულ ალ-კადული მოკლეს
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი სირიაში კერძოდ კი ანტიკურ ქალაქ პალმირაში აშშ-ის კოალიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს, - ამის შესახებ Reuters იტყობინება. როგორც მედია საშუალება აშშ-ის თავდაცვის მდივანზე, ეშ კარტერზე დაყრდნობით წერს, მარტში განხორციელებული იერიშების შედეგად ჰაჯი იმამის სახელით ცნობილი, აბდულ რაჰმან მუსტაფა ალ-კადული მოკლეს. ეშ კარტერის თქმით, ოპერაცია ალ-კადულის დასაკავებლად იყო მიმართული და მისი მოკვლა გეგმაშ არ იყო, თუმცა მას შემდეგ რაც საჰაერო ძალების ერთ-ერთი თვითმფრინავი დაცხრილეს, მებრძოლებმა მიირეს გადაწყვეტილება საჰაერო დარტყმებზე გადასულიყვნენ. სწორედ ამის შედეგად გარდაიცვალა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვაშინგტონმა ფულადი ჯილდოს სახით 7 მილიონი დოლარი კადულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ დააწესა. იგი "ისლამურ სახელმწიფოში" მნიშვნელობით მეორე ლიდერად იყო ცნობილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)