|
2016-03-26 12:39:00, 1169 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი: ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელსა და პარიზში განხორციელებული ტერაქტების უკან მდგარი ტერორისტების ქსელის განადგურება მიმდინარეობს, ტერორიზმის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews ავრცელებს. "ჩვენ ვიცით, რომ კიდევ არის სხვა ქსელები. მაშინაც კი, როდესაც პარიზსა და ბრიუსელში განხორციელებული თავდასხმების უკან მდგარი ტერორისტების განადგურების პროცესი მიმდინარეობს, საფრთხე კვლავ რჩება", - განაცხადა ოლანდმა. აღნიშნული განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის პოლიციამ ეროვნებით ფრანგი რედა კრიკეტი დააკავა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბერნარდ გაზნიოვის თქმით, დაკავებულს კავშირი აქვს ბრიუსელის და პარიზის ტერაქტების ორგანიზატორებთან. რედა კრიკეტი კავშირში იყო აბდელჰამიდ აბაუიდთან, რომელიც პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო და ის სპეცოპერაციის დროს სამარტალდამცველებმა მოკლეს. მისი დაკავების შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ სპეცოპერაცია ქალაქ არჟენტეუილშიც ჩაატარა. ცნობისთვის, ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ ევროპის არაერთ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)