|
2016-03-26 10:27:29, 694 ნახვა
სამართალი
შსს-ს აკადემიიაში ევროპელმა პროფესორებმა პოლიციის სისტემების და მიგრაციული კრიზისის თემაზე შეხვედრები გამართეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებით, გერმანიის უნივერსიტეტის პროფესორმა ხოაკიმ კერსტენმა და ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორმა მორის პანჩიმ საჯარო ლექცია თემაზე - „პოლიციის სისტემები და მიგრაციული კრიზისი ევროპაში“ წაიკითხეს. ღონისძიებას შსს-ს აკადემიისა და ათამდე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, აგრეთვე, შსს-ს დანაყოფების თანამშრომლები ესწრებოდნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ლექციაზე პროფესორმა მორის პანჩიმ ყურადღება განსხვავებული მოდელის საპოლიციო სისტემებზე გაამახვილა. პროფესორი ხოაკიმ კერსტენი მსმენელებს, გერმანიის მაგალითზე, მიგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე, ჯანდაცვის, განათლების, კულტურული ტრადიციებისა და გენდერული თავისებურებების საკითხებზე ესაუბრა. უცხოელმა პროფესორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამუშაო შეხვედრაც გამართეს, თემაზე - „პოლიციის სისტემები და ანგარიშვალდებულება“. მათ შეხვედრის მონაწილეებს საპოლიციო სისტემებთან დაკავშირებით თავიანთი სამუშაო გამოცდილება გაუზიარეს. ღონისძიება ინტერაქტიული ხასიათის იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამუშაო შეხვედრაში შსს-ს აკადემიის, შსს-ს მიგრაციის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული დეპარტამენტების, ასევე, შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)