|
2025-12-03 10:41:50, 2133 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა გააუქმა ბაიდენის ყველა ბრძანებულება და შეწყალების აქტი, რომელიც ავტომატური ხელმოწერით იქნა დამოწმებული, ტრამპის მოქმედება ეწინააღმდეგება აშშ-ს კონსტიტუციას
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედის ბაიდენის მიერ ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენებით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი „ბათილად“ გამოაცხადა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ ეს ქმედება არაკონსტიტუციურია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა სამშაბათს თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე, დაწერა, ყველა დოკუმენტი, მათ შორის შეწყალება, რომელსაც მისი წინამორბედი ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენებით „ბათილად“ ითვლება. ტრამპის თქმით, ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენება შეიძლება ნიშნავდეს, რომ გადაწყვეტილება თავად პრეზიდენტს არ მიუღია. ბაიდენი არ უარყოფს ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობის გამოყენებას პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, მაგრამ ამტკიცებს, რომ ყველა გადაწყვეტილება პირადად იქნა მიღებული. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი ბაიდენის წინააღმდეგ ასეთ პრეტენზიებს გამოთქვამს, თუმცა სხვა პრეზიდენტებმა, მათ შორის თავად ტრამპმა, გამოიყენეს ავტომატური ხელმოწერის მოწყობილობები, როგორც Axios აღნიშნავს. ზოგიერთმა მათგანმა შეწყალების პეტიციას საკუთარი ხელმოწერით მოაწერა ხელი. Axios აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონსტიტუცია არ აძლევს მოქმედ პრეზიდენტს უფლებას, ამ გზით გააუქმოს წინამორბედის გადაწყვეტილებები. 2005 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ პრეზიდენტს აქვს ავტომატური ხელმოწერის გამოყენების უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)