|
2025-11-30 09:32:28, 27409 ნახვა
სამხედრო
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ საქართველოში რუსეთის საკომუნიკაციო ტერმინალი აღმოაჩინეს
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (ГУР) რუსეთის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ტერმინალები გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული საკომუნიკაციო ტერმინალებიდან ერთ-ერთის მდებარეობად საქართველოს ტერიტორიაა მონიშნული. „ეროვნული სამხედრო დაზვერვა დიდ ყურადღებას აქცევს მტრის სამეთაურო პუნქტების გადაადგილების მიმართულებების გამოვლენისა და თვალთვალის საკითხებს, ცდილობს მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო ხელსაყრელ პირობებში – მტრის ხელმძღვანელობის განადგურებას. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГУР МО) ქვედანაყოფებმა, ტექნიკური დაზვერვის საშუალებების ოპერატიულ მეთოდებთან ერთად გამოყენებით, გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური დაცული საკომუნიკაციო ტერმინალების ქსელები უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკის კონტინენტზე. მითითებული ტერმინალებიდან მოპოვებული ინფორმაციის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის გასაჯაროებისა და განადგურების შესახებ. სანამ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გაგრძელდება, მტერს არ ექნება უსაფრთხო ადგილი მსოფლიოს არცერთ კუთხეში“ — წერია ოფიციალურ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)