|
2025-11-28 08:32:51, 3585 ნახვა
მსოფლიო
საავადმყოფოში გარდაიცვალა ვაშინგტონში სროლის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის წევრი
ვაშინგტონში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ეროვნული გვარდიის წევრი სარა ბეკსტრომი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება 28 ნოემბერს დაადასტურა დასავლეთ ვირჯინიის შტატის ეროვნულმა გვარდიამ. სარა ბეკსტრომი ეროვნულ გვარდიაში 2023 წლის ივნისიდან მსახურობდა. დასავლეთ ვირჯინიის ეროვნულმა გვარდიამ და შტატის გუბერნატორმა პატრიკ მორისიმ სარა ბეკსტრომის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს. 20 წლის სარა ბეკსტრომის გარდაცვალების შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც და მას პატივსაცემი და შესანიშნავი ქალი უწოდა. 26 ნოემბერს ვაშინგტონის ცენტრში, თეთრი სახლის მახლობლად ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლა მამაკაცმა, რომელიც საპასუხო სროლის შედეგად დაჭრეს. ის დაკავებული და ჰოსპიტალიზებულია. კლინიკაშია ეროვნული გვარდიის მეორე მძიმედ დაჭრილი წევრი 24 წლის ენდრიუ ვულფი. ამერიკელი ოფიციალური პირების მიერ დადასტურებულია მანამდე მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ავღანელი მიგრანტია. რაჰმანულა ლაკანვალი ავღანეთიდან შეერთებულ შტატებში 2021 წელს ჩავიდა. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)