|
2025-11-25 10:57:48, 2234 ნახვა
სამართალი
4 ჰიბრიდულ ავტომობილს შეიძენს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 5 მლნ ლარად
ოპერატიული დანიშნულების მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების სახელმწიფო შესყიდვაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
„შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს არაუმეტეს 50 კილომეტრი გარბენით“ – წერს საგამოძიებო სამსახური. რაც შეეხება მინიმალურ ტექნიკურ მახასიათებლებს, მოცემულია ქვემოთ ცხრილში:
„სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე საგარანტიო პერიოდში ფლობის ღირებულებაც. ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი [ტრანსპორტირება, შემსყიდველის სახელზე გადაფორმება და სხვა] და გადასახადი“ – აღნიშნულია პირობებში.
ავტომობილები საგამოძიებო სამსახურს გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად, არაუგვიანეს 210 დღის განმავლობაში უნდა მიაწოდოს. „შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელს ძირითად აგრეგატებზე [ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი]; არანაკლებ 3 წელს ან არანაკლებ 150 000 კილომეტრს [რომელიც ადრე შესრულდება] სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა [ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი]“ – აღნიშნულია ტენდერში.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)