|
2025-11-19 09:26:10, 1011 ნახვა
მსოფლიო
Axios: აშშ საიდუმლოდ ამუშავებს ახალ გეგმას უკრაინაში ომის დასრულებისთვის
ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლოდ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან უკრაინაში ომის დასრულების ახალი გეგმის შესამუშავებლად, იტყობინება Axios. დოკუმენტი მოიცავს 28 პუნქტს, რომლებიც ოთხ ნაწილად იყოფა: უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება, კიევის უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და აშშ-ს მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან. გეგმის შემუშავებას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ვიტკოფი ხელმძღვანელობს. გამოცემის ცნობით, მან უკვე განიხილა წინადადებები როგორც რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელ დმიტრიევთან, ასევე ზელენსკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ უმეროვთან. პარალელურად, თეთრმა სახლმა დაიწყო უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმირება დოკუმენტის შესახებ. ხაზგასმულია, რომ ამერიკული ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბრიტანეთის მცდელობებთან, ჩამოაყალიბოს სამშვიდობო გეგმა, მსგავსი ღაზას სექტორის შეთანხმებებისა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)