|
2025-11-17 14:29:51, 1088 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტუსკი - სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა, ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე დივერსია განხორციელდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, ხელისუფლება პოლონეთის რკინიგზაზე, ვარშავასა და ლუბლინს შორის, კვირას მომხდარ ინციდენტს განზრახ დივერსიის აქტად მიიჩნევს. „სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ვარაუდები დადასტურდა. ვარშავა-ლუბლინის მარშრუტზე (სოფელ მიკაში) დივერსია განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებამ რკინიგზის ლიანდაგები გაანადგურა. ადგილზე სამსახურები და პროკურატურა მუშაობენ. დაზიანება ასევე აღმოაჩინეს იმავე მარშრუტზე, ლუბლინთან უფრო ახლოს. უსაფრთხოების სამსახურები და პროკურატურა სოფელ მიკაში გამოძიებას აგრძელებენ. სამწუხაროდ, ეჭვგარეშეა, რომ საქმე დივერსიულ აქტთან გვაქვს. ამ სტრატეგიული რკინიგზის ხაზის კიდევ ერთ მონაკვეთზე, სადაც ლიანდაგები დაზიანდა, გამოძიება მიმდინარეობს“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, კვირა დილით, ლუბლინი-ვარშავის მარშრუტზე მოძრავი მატარებლის მემანქანემ რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმართაობის შესახებ განაცხადა. საუბარია საკვანძო რკინიგზის ხაზის მონაკვეთიზე, რომელიც ვარშავას დოროჰუსკის სასაზღვრო გადასასვლელთან აკავშირებს. ამ მარშრუტს იყენებენ არა მხოლოდ მაზოვეცკის რკინიგზის მატარებლები, არამედ ლუბლინში, ხელმში და შემდგომ უკრაინაში მიმავალი მატარებლებიც.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)