|
2025-11-14 15:19:30, 3309 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე პეტერ ფიშერზე: ის ჩვეულებრივი აკაცუკია
„როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქციაზე მისვლის ფაქტის შეფასებისას ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერის საქმიანობა სცდება დიპლომატიას. „ახალი არაფერი ხდება. ჩვენ ვიცით „დიფ სთეითს“ საქართველოში თავიანთი წარმომადგენლები ჰყავს. ისინი უშუალოდ ხელმძღვანელობენ ძალადობრივ ჯგუფებს და სრულ კოორდინაციაში არიან მათთან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ელჩი ამ ტიპის ქმედებებით არის დაკავებული. რა თქმა უნდა, ეს ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“. მეტს ვერაფერს ვუწოდებ. რაც შეეხება ფიშერის საკონსულტაციოდ გაწვევის და შემდეგ დაბრუნების ფაქტს, გულწრფელად გეტყვით, საერთოდ არ მაინტერესებს სად გაიწვიეს და დააბრუნეს. აქ მთავარი საკითხი არის ის, რომ დიპლომატი, ნაცვლად იმისა, რომ დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდეს, ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ძალიან მძიმეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით და პირდაპირ მითითებების მიცემით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)