|
2016-03-25 13:42:02, 385 ნახვა
პოლიტიკა
არიელ კოენი: მთავრობა და პირადად თავდაცვის მინისტრი დიდ სამუშაოს ასრულებენ ნატო-ს წევრობის ხელშეწყობისთვის
„საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ანალიტიკური საბჭოს მთავარი სპეციალისტი არიელ კოენი. ამერიკელი ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების მიერ კიდევ ერთ მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობას ეხმაურება. „როდესაც აშშ და მისი მთავარი საკანონმდებლო ორგანო აყენებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ეს ნიშნავს, რომ ის სირიასთან, უკრაინასთან და სანქციებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობაში დღის წესრიგის ნაწილია. ევროპელები დღეს უძლურები არიან. მათ ბევრი შიდა პრობლემა აქვთ, აშშ კი მთავარი დასავლური ძალაა, რომელიც წარმართავს ევროატლანტიკური საზოგადოების საგარეო პოლიტიკას. რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზეც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მოახლოებული სამიტის წინ. საქართველოს მთავრობა, თავდაცვის სამინისტრო და პირადად მინისტრი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ საქართველოს ნატოს წევრობასა და მისი კურსის ხელშეწყობისთვის. ამიტომ კონგრესის მხარდაჭერა ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არიელ კოენმა.
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)