|
2025-11-11 14:06:17, 733 ნახვა
პოლიტიკა
2,7 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთების მითვისებისთვის 5 ადამიანს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 741 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ხუთ ადამიანს ბრალი წაუყენა. „ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით ყალბი მინდობილობა შეადგინეს, თითქოსდა დაზარალებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უფლებას აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები განეკარგა. აღნიშნულის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზარალებულის კუთვნილი, 2 741 000 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულებით დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე გადააფორმეს, რომელმაც ქონება ჯერ იპოთეკით დატვირთა, შემდეგ კი გაასხვისა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო სამის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით; ორგანიზებული ჯგუფის მიერ) მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)