19:31 - 08 Jun, 2026
|
2025-11-06 19:34:04, 839 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი პროკურატურის განცხადებაზე: ოცნება EU-ის ანგარიშს პასუხობს "არ გვაინტერესებს"
ქართული ოცნება ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სამართლებრივი წარმოების დაწყებას. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქმე რუსული სახელმძღვანელოდან არის. „რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ. საბოტაჟი, მთავრობის დამხობის მომზადება, უცხოური ინტერესებისთვის მსახურება… რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)