|
2016-03-25 11:14:34, 1130 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ თავდასხმაში 6 ეჭვმიტანილი დააკავა
ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში კერძოდ კი სხარბეკის რაიონში ექვსი პირი დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველები დაკავებულების ვინაობას არ ასახელებენ და არ აკონკრეტებენ აქვთ თუ არა დაკავებულებს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტერაქტებთან კავშირი. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პოლიციამ პარიზში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად თავდასხმაში ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც BBC საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ბერნარ კაზნიოვზე დაყრდნობით წერს, ეჭვმიტანილი წარმოშობით ფრანგია და იგი თავდასხმის მცდელობის დროს დააკავეს. თუმცა, აქვს თუ არა კავშირი დაკავებულს ბრიუსელის ან პარიზის ტერაქტების სერიასთან, ჯერ უცნობია. ცნობისთვის, სპეცოპერაცია გუშინ საღამოს ჩატარდა. ადგილობრივების თქმით, მათ ოპერაციის დროს აფეთქებების ხმა გაიგეს, თუმცა, მისი გამომწვევი მიზეზები არ იციან. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში პარიზში მომხდარ ტერაქტებს 130 ადამიანი შეეწირა. რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიას კი ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა 270-მდე კი დაშავდა. ორივე ტერაქტის სერიაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)