|
2025-10-26 14:12:47, 1348 ნახვა
სამართალი
მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის დედა მკვლელების დასჯას ითხოვს - თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია, ცოცხლები ეყოლებათ
ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის სასტიკ დასჯას ითხოვს. "თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია, ცოცხლები ეყოლებათ." - ამბობს კუპატაძე მედიასთან საუბარში. " გარეთ რომ გავედით, დავინახე უცხო ბიჭი, შემოღობილში, შლაგბაუმი ჩვენს გამო გაღებულა-თქო. გიგამ მითხრა, რატომ აგვიანებ დე, რას შვრებითო და დედა, მე ვუთხარი, ვიღაცები სხედან და კარებს ვკეტავმეთქი. კაი დე, მერხები და წიგნები ვის რად უნდა, მეტი აქ რა გვაქვსო და თურმე მთელი კვირა იყვნენ, მთელი კვირა გვდარაჯობდნენ. ქვეყანაში, სადაც არ არის დაცული გიგა ავალიანი, არ არის დაცული არავინ იმიტომ, რომ გიგა ავალიანი თავის თავს თვითონ იცავდა თავისი წესიერებით, პატიოსნებით, ზრდილობით, განათლებით, თავისი მენტალიტეტით, სადაც თავს დაესხნენ ვიღაც ლაწირაკი არასრულწლოვანები გიგა ავალიანს, იქ არც თქვენ არ ხართ შვილო დაცული, არავინ არ არის დაცული. ჩემთვის 17 წლის მკვლელი, ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რამდენი სანთელი ჩააქრო დაბადების დღეზე - მე გიგა მომიკლეს. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო. თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია, ცოცხლები ეყოლებათ. პოლიციამ რომ მუხლი მისცა 117-ე, გაიმარტივეს, ეჭვიანობის ნიადაგზე რომ ცემა დაარქვეს და 4 წელი ემუქრება, ეს არ არის დაჭერა. ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით, გაიგეთ ხალხნო... თუ ფლირტაობას გრძნობს, რომელი მასწავლებელი მიმართავს თქვენობით ბავშვს და შენობით [არასრულწლოვანი გოგონას სახელს ახსენებს] აქვს მინაწერი, ბოლოს, როცა უკვე მკვლელები აგერ ისხდნენ, მერე უწერია თქვენობით. გიგას თავდაცვაც არ აქვს დაწყებული , ჯერ გათიშეს და მერე დაესხნენ და მერე იქვე იყვნენ სასწრაფო რომ მოვიდა იცით?... ეს მეორე დანაშაულია" | ამბობს გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე TV პირველთან ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე კვირის წინ, საცხოვრებელ კორპუსთან დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ავალიანს 2 ოპერაცია ჩაუტარდა, ის მთელი ამ დროის მანძილზე კომაში იყო და 24 ოქტომბერს, კლინიკაში გარდაიცვალა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დაკავებულია 17 წლის მოზარდი, თუმცა დედა ამბობს, რომ ავალიანს ჯგუფურად სამი არასრულწლოვანი გაუსწორდა და მათ დასჯას მოითხოვს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)