2025-10-20 12:07:12, 816 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარიას პარტია ქართული ოცნების პარლამენტში შედის
გიორგი გახარიას პარტია - საქართველოსთვის ქართული ოცნების პარლამენტში შედის.
პარტიის განცხადება ოფისში გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შარაშიძემ წაიკითხა.
პარტიაში პარლამენტში შესვლის მიზეზად ბოიკოტის უშედეგობას ასახელებენ.
"ვიწყებთ ხალხისთვის განკუთვნილი ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტისა და პლატფორმის ხალხის სამსახურში დაბრუნებას., ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოები მუნიციპალურ დონეზე საკრებულოები და ეროვნულ დონეზე პარლამენტი არ ეკუთვნის ოცნებას და ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს. [...]
პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნების არ გამოყენება განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში არამხოლოდ შეცდომაა, არამედ დანაშაულია ქვეყნის და ხალხსის წინაშე", - თქვა გიორგი შარაშიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,