|
2025-10-17 23:21:37, 1241 ნახვა
ეკონომიკა
Babolat X Lamborghini – „კუს ტბა პადელის“ ახალ კორტებზე სამოყვარულო ტურნირი გაიმართა
საერთაშორისო ბრენდების კოლაბორაციით თბილისში Babolat X Lamborghini-ს პადელის ტურნირი მოეწყო. ღონისძიებას კუს ტბის პადელის კლუბმა უმასპინძლა. სამოყვარულო ჩემპიონატი Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით ჩატარდა. პრემიუმ ბრენდების ადგილობრივი წარმომადგენლობებისთვის მთავარი ინსპირაცია ორი კომპანიის გლობალური თანამშრომლობა გახდა. მადონა ბაკურაძე, Lamborghini Tbilisi-ს კომერციული დირექტორი: „ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი აქტიურად არის დაკავებული სპორტის ამ სახეობით და მათთვის ეს ინიციატივა ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა. პადელი საკმაოდ სხარტი სპორტია, რომელიც მოქნილობასთან, სწრაფ მოძრაობებსა და გადაწყვეტილებებთან ასოცირდება. ასეთივეა Lamborghini, რომელიც განსაკუთრებული ხასიათითა და სიმძლავრით გამოირჩევა. სწორედ აქ ვხედავთ ამ ორ ბრენდს შორის კავშირს. ეს ტურნირი არა მხოლოდ სპორტული შეჯიბრება, არამედ ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს საქართველოში პადელის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, ჩვენს მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის გაღრმავებას“.
ჩემპიონატს, რომელიც წყვილებში ჩატარდა, ჯამში, 90 მონაწილე ჰყავდა. ქალების კატეგორიაში გაიმარჯვეს მაია ირემაშვილმა და ნარინე ეთარიანმა, კაცების კატეგორიაში კი - ლუკა კიკაბიძემ და ნუგზარ ბარქაიამ. გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაციით შექმნილი ექსკლუზიური პადელის ჩოგნები გადაეცათ, რომლებიც ლიმიტირებული რაოდენობით არის წარმოებული. დავით ისლამოვი, Babolat-ის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: Babolat-ისა და Lamborghini-ს კოლაბორაცია თავისი შინაარსით უნიკალურია. ექსკლუზიური Babolat X Lamborghini-ს პადელის ჩოგნები პრემიუმ მასალებითა და დიზაინით გამოირჩევა. გლობალურმა ბრენდებმა ამ სერიის წარმოებისას სწორედ ის გრაფიტი (ნახშირბადის ბოჭკოვანი მასალა) გამოიყენეს, რომლითაც Lamborghini-ს ავტომობილები იწარმოება, რაც თამაშის დროს ჩოგანს განსაკუთრებით კომფორტულსა და ეფექტურს ხდის. ასეთი ტურნირის მოწყობა ჩვენთვის საამაყოა. ვფიქრობთ, ამ ინიციატივამ საქართველოს სპორტულ ლანდშაფტს ახალი იმპულსი შესძინა“.
პადელის ტურნირისთვის განსაკუთრებული ლოკაცია შეირჩა - სწორედ ეს იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც კუს ტბაზე ახლად გახსნილმა თანამედროვე სტანდარტებით შექმნილმა პადელის კლუბმა უმასპინძლა. ბესო ხარძიანი, „კუს ტბა პადელის“ თანადამფუძნებელი: „Babolat X Lamborghini-ს ტურნირი, მსოფლიოს მასშტაბით, სულ რამდენიმე ქვეყანაშია ჩატარებული. ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა, რომ სწორედ ჩვენს კლუბს მიეცა შესაძლებლობა, ამ ტურნირის მასპინძელი ყოფილიყო საქართველოში და პადელის ახალი კორტები ასეთი პრესტიჟული ღონისძიებით გაგვეხსნა. დღეისათვის საქართველოში პადელის მიმართ მზარდი ინტერესი არსებობს. ეს სპორტი განვითარების გზაზეა და, შესაბამისად, ხელშეწყობასაც საჭიროებს. ასეთი პოპულარული ბრენდების ჩართულობა კი სხვებისთვისაც მაგალითის მიმცემი იქნება, რომ მსგავსი აქტივობები წაახალისონ. ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტურნირი პადელის განვითარების ახალი ეტაპის საწყისი კუს ტბის პადელის კლუბი სპეციალურად Babolat X Lamborghini-ს ტურნირისთვის განსაკუთრებულად მოეწყო. პრემიუმ ბრენდებმა მომხმარებლებისა და მონაწილეებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შექმნეს. ღონისძიების სპონსორები იყვნენ „ვისოლი“, „ალდაგი“, „სარაჯიშვილი“, „მაიზენი“ და DTK, რომლებმაც მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. -- „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)