2025-10-15 10:31:01, 624 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძემ ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
„გუშინ კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი გუშინ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა.
ელინა ვალტონენმა რუსთაველის გამზირიდან სოციალურ ქსელით ვიდეომიმართვაც გავრცელა.
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში 14 ოქტომბერს ჩამოვიდა. ელინა ვალტონენს გუშინ შეხვედრა ჰქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,