|
2025-09-29 17:29:54, 2038 ნახვა
კომენტარი
თავაძე - ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, ხელს უწყობენ ოცნებას არჩევნების გაყალბებაში
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, ზაზა თავაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მიმდინარე საარჩევნო პროცესებში ქართული ოცნების უკანონო ჩარევებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მათ კანდიდატებზე ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი სისტემურ დევნას წარმოადგენს. მისი თქმით, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბოიკოტში მონაწილეობენ, პირდაპირ თუ ირიბად უწყობენ ხელს ოცნება-ს არჩევნების გაყალბების პროცესში. "მოგესალმებით, პარტია გახარია საქართველოსთვის კიდევ ერთხელ ამხელს ოცნების რეჟიმის მიერ წინასაარჩევნო პროცესში განხორციელებულ პოლიტიკურ დევნასა და მიმდინარე საარჩევნო პროცესებში უკანონო ჩარევებს. კერძოდ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტაში, დავით მარგოშვილი, ზეწოლის, მუქარისა და შანტაჟის შედეგად სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეს შემთხვევა არ არის ცალკეული ინციდენტი — ის წარმოადგენს სისტემურ დევნას. მან უკვე 1 კვირაზე მეტია მიმართა პროკურატურას, რომელმაც საქმე გადაამისამართა შსს-ში და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რითაც ფაქტობრივად უარი თქვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე — სამწუხაროდ, პროკურატურა თავად იქცა რეჟიმის მხარდამჭერ ინსტრუმენტად. მიტაცებული სახელწიფო ინსტიტუტები, კვლავ ოცნების ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებიან და არა მოქალაქის თავისუფალ არჩევანს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ ოცნება-მ კიდევ უფრო დაამძიმა საარჩევნო გარემო, შეცვალა კანონმდებლობა და სრულად მოარგო საკუთარ პარტიულ მიზნებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის 23 სექტემბერს პარტიამ გახარია საქართველოსთვის მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდეს შესაძლებლობა გადაამოწმოს თავისი მონაცემები — ფიქსირდება თუ არა მისი მონაწილეობა არჩევნებში და რომელ უბანზე აისახა მისი ხმა. სამწუხაროდ, ვერ დავმალავთ რეაქციას იმ ფაქტზეც, რომ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიები, პირდაპირ თუ ირიბად, ხელს უწყობენ ოცნება-ს არჩევნების გაყალბების პროცესში. თუ 2024 წელს ხელისუფლებას ამისთვის ფული და ადმინისტრაციული რესურსი სჭირდებოდა, დღეს მათ საქმეს გარკვეული ოპოზიციური ჯგუფები უფასოდ აკეთებენ, როცა მოქალაქეებს არჩევნებზე არ მისვლას მოუწოდებენ. მანამდე კი, ოცნების სტილში, ბოიკოტისტები ფსიქოლოგიურად ზემოქმედებდნენ გახარია საქართველოსთვის პარტიის მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის. ჩვენი პარტია არ დაუთმობს ოცნება-ს ძალაუფლებას და არ დატოვებს მოქალაქეებს პირისპირ რეჟიმთან მარტო." - თქვა ზაზა თავაძემ.
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)