|
2016-03-23 16:03:10, 1233 ნახვა
მსოფლიო
მუსლიმთა ასოციაციის თავმჯდომარე: მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ტერორიზმს
მუსლიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ასად მაჯები, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებით, აცხადებს რომ ასოციაცია მხარს უჭერს და თანადგომას უცხადებს ბელგიის ხელისუფლებას. მისივე თქმით, ვინც ტერაქტებთან რაიმე კავშირშია, აუცილებად ყველა უნდა იყოს დაკავებული. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ მცხოვრები მუსლიმები მშვიდობისმოყვარე ხალხია. ისეთი ადამიანები, რომლებიც ასეთ დანაშაულს ჩადიან, მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენენ. ისინი არ აწყობენ ტერაქტებს ისლამის დასაცავად. ისლამი კატეგორიულად კრძალავს მკვლელობის ჩადენას. ერთი უდანაშაულო ადამიანის მოკვლა იმას ნიშნავს, რომ მთელი კაცობრიობა ამოხოცო. ეს ტერორისტებმა არ იციან და გამოდის, რომ არც ყურანი აქვთ წაკითხული. ჩვენ მუსლიმები, ქრისტიანები და იუდეველები ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ ტერორიზმს. არ უნდა მივცეთ ტერორისტებს ჩვენი დაყოფის უფლება. ისინი სწორედ ამის გაკეთებას ცდილობენ, რომ შემდეგ მიზანს ადვილად მიაღწიონ“, - განაცხადა ასად მაჯებიმ. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ადამიანი კი დაშავდა. ტერაქტში ეჭვმიტანილი 3 პირიდან 2 გარდაცვლილია, 1 კი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)