19:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 15:06:27, 360 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი ტექნოლოგიების პარკში განუცხადეს, 2006 წლიდან დღემდე, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი, 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 705,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი 2006 წელს შეიქმნა და დღემდე, 25 ათასზე მეტი კომპანია ჰყავს დარეგისტრირებული.

მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის - Mიცროსოფტ, Gოოგლე, Fაცებოოკ-ი და სხვები.

მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია, დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას.

ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics