|
2016-03-23 14:55:54, 494 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ღარიბაშვილის კოალიციაში შესაძლო დაბრუნების საკითხი პარტიულ ყრილობამდე უნდა გადაწყდეს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა დეპუტატი ამის ალბათობასაც არ გამორიცხავს. დეპუტატი აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ყოფილა თუ არა ამ საკითხზე კომუნიკაცია კოალიციის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან. მანანა კობახიძე მიესალმება თუ ირაკლი ღარიბაშვილი გუნდში დაბრუნდება. ამბობს, რომ ეს საკითხი „ოცნების“ პარტიულ ყრილობამდე უნდა გაირკვეს, რომელიც სავარაუდოდ აპრილში გაიმართება. „ირაკლი ღარიბაშვილის გუნდიდან წასვლა, ჩვენთვის - „ქართული ოცნებისთვის“ სახარბიელო ნამდვილად არ იყო, პირიქით ჩვენ მის გუნდში დარჩენას ყოველთვის მივესალმებოდით. ირაკლი ღარიბაშვილს აქვს იმის რესურსი, რომ მას კიდევ შეუძლია ბევრი რამის გაკეთება, არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არამედ ზოგადად სახელმწიფოსთვის. მან ძალიან დიდი ტვირთი აიღო თავის თავზე. იმ პერიოდში ძალიან რთული პერიოდი იყო. მძიმე მემკვიდრეობის პირობებში და იმ ვითარებაში, როდესაც კოალიციის ლიდერმა დატოვა პოლიტიკა, ძალიან რთული იყო ვითარება. ამ დროს მოუწია ახალგაზრდა პრემიერს პასუხისმგებლობის აღება“, - აცხადებს კობახიძე. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აქვე დასძენს, რომ როდესაც ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა უმრავლესობაში იყო სურვილი, რომ ის კოალიციაში დარჩენილიყო. „გვინდოდა, რომ მას ჩვენთან ერთად გაეგრძელებინა მუშაობა, თუმცა მან მაშინვე განაცხადა, რომ პრემიერობიდან გადადგომა პოლიტიკიდან წასვლას ნიშნავდა. ამის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს მისი აქტიურობა. მე პირადად მასთან კომუნიკაცია არ მქონია, შესაბამისად ჩემთვის უცნობია აქვს თუ არა სურვილი მას რომ გუნდში დაბრუნდეს. არც იმის შესახებ ვარ ინფორმირებული უმრავლესობა განიხილავს თუ არა პოლიტიკაში მისი დაბრუნების გეგმას. ამ თემაზე ყოფილა თუ არა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, ამაზეც არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა არ გამოვრიცხავ“, - აცხადებს კობახიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს საკითხი „ქართული ოცნების“ პარტიულ ყრილობამდე უნდა გაირკვეს. „პარტიის ყრილობას გაზაფხულზე ვგეგმავდით და აგერ გაზაფხულიც დაგვიდგა. პირველი პარტიული ყრილობა აპრილში გვქონდა. რამდენადაც ვიცი ეს ყრილობაც არ გადასცდება აპრილის თვეს, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხი ეს ნიშნავს პარტიის არჩევით ორგანოში მის დასახელებას, რაც იმას ნიშნავს რომ ეს საკითხი უნდა გაირკვეს ყრილობაზე. აქედან გამომდინარე ნებისმიერი საკადრო საკითხი ყრილობამდე უნდა იყოს გადაწყვეტილი, რათა ამ საკითხზე ყრილობაზე ვიმსჯელოთ“, - განუცხადა მანანა კობახიძემ „ექსპრესნიუსს“.
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)