|
2025-09-08 12:02:19, 1780 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას მართავს
13 -14 სექტემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. თიბისი ტრადიციას არ არღვევს და წელსაც, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვის უცვლელი პარტნიორია. გამოფენაზე საკუთარ პროდუქციას 200-მდე მეწარმე ქალი წარადგენს. სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ და ადგილზევე შეიძინონ მათ მიერ შექმნილი ნაწარმი — საკვები, ღვინო, და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები, აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები. მონაწილეთა შორის იქნებიან ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და უკრაინიდან ლტოლვილი ქალებიც. წელს გამოფენაზე კვლავაც გაკეთდება აქცენტი მწვანე პროდუქტებზე, რომლებსაც ქალები ნარჩენების, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და ტექნოლოგიების დახმარებით ქმნიან. პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები. გამოფენის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიაც, რომლის მიმდინარეობისას საბანკო სფეროს წარმომადგენლები ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური ჩართულობის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ. გამოფენას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ბელენ სანზ ლუკე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში ალკის ვრეინოს დრაკინოსი, აზიის განვითარების ბანკის ინვესტირების უფროსი სპეციალისტი თინა როჰნერი, კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), თიბისისთან, მიკრობანკ „კრისტალთან“, მიკრობანკ „ემბისისთან“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით ტარდება. მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა იმართება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით. გამოფენის გახსნა: 13 სექტემბერი, 11:30 სთ. მისამართი: ექსპო ჯორჯია, XI პავილიონი, წერეთლის N118.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)