19:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 23:21:18, 370 ნახვა

პოლიტიკა
ელისო კილაძე სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს

ქრონიკა პლუსის რედაქტორი, ელისო კილაძე, 2013 წელს ინტერნეტსივრცეში გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების საქმესთან დაკაშირებით სკანდალურ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. 

ამის შესახებ მან გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.

"გიორგი ფარესიშვილის საქმეზე არანაირი განმარტებები არ არსებობს. მე მოვიტანე ძალიან სკანდალური დოკუმენტები, რომლის თანახმად, ბრალდებას ამ შემთხვევაში ჰყავდა ერთადერთი ცრუ მოწმე, ეს გახლავთ ირაკლი გელიტაშვილი. 15-მდე სასამართლო პროცესი ჩატარდა, ნახევარზე არ გამოცხადდა პროკურორი, დავით ჩხენკელი, რომელიც ამ საქმეში ბრალდებას წარმოადგენდა. არ მოიწვიეს გიორგი ფარესიშვილი და არც სხვა მოწმეები.  მე მაქვს ერთადერთი ჩანაწერი, ერთადერთი ღია სხდომა, რომელსაც მე ვესწრებოდი. ეს აუდიოჩანაწერი წლების განმავლობაში ჩემთან ინახებოდა, სადაც მოსამართლის კითხვაზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ განაცხადა, რომ ის არ ცნობს ამ საქმეში თავს დამნაშავედ," - განაცხადა ელისო კილაძემ. 

ამასთან, კილაძემ ისაუბრა იმაზე, რომ ფარესიშვილის კადრების გავრცელებაში ხვედელიძეს ბრალი არ მიუძღვის და ეს მის წინააღმდეგ პოლიტიკური მიზნით იქნა გამოყენებული.   

კილაძის თქმით, "პირდაპირი კავშირი შეიძლება, არსებობდეს გიორგი ფარესაშვილის კადრების გავრცელებასა და დღეს გავრცელებულ კადრებს შორის. ხვედელიძე დუმილის დარღვევას აპირებს და ჟრანლისტებთან შეხედრას გეგმავს".   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics