|
2025-08-28 13:28:54, 4765 ნახვა
სხვადასხვა
პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული ხატია წერეთელი დუმილის უფლებას იყენებს
პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული მომღერალი ირმა კურტანიძე, იგივე ხატია წერეთელი დუმილის უფლებით სარგებლობს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ავთანდილ ჩუაშვილმა განუცხადა. ადვოკატი დეტალებზე არ საუბრობს. სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე საქართველოსა და ჩინეთის მოქალაქეები, ჯამში 12 პირი, მათ შორის, ხატია წერეთელი დააკავეს. თუ როდის გაიმართება მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სხდომა, ჯერ გარკვეული არ არის. ცნობილია პროკურატურის პოზიცია, სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენებს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებს პროსტიტუციის შესანიღბად თბილისში ჩინური მასაჟის სალონები ჰქონდათ გახსნილი, სადაც პროსტიტუციის ხელშეწყობას და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ეწეოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)