|
2016-03-22 15:51:03, 1275 ნახვა
მსოფლიო
ოფიციალური ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში 10 ადამიანია გარდაცვლილი
ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 100-მდე ადამიანი დაშავდა. არიან მძიმედ დაშავებულებიც, - ამის შესახებ დასავლური მედია იტყობინება. როგორც მედია საშუალება პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით იუწყება მხოლოდ აეროპორტის ტერიტორიაზე 10 ადამიანია გარდაცვლილი და 100-მდე დაშავდა. მედიკოსების ცნობით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. არსებობს ვარაუდი, რომ აეროპორტის ტერაქტის შედეგად მეტი ადამიანი იქნება გარდაცვლილი. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქების შემდეგ 1 საათში ორი აფეთქება მეტრო სადგურებზე მოხდა, რამაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 35 ადამიანი დაშავდა. მეტრო სადგურიც და აეროპორტიც დახურულია. ყველა ფრენა გადადებულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)