12:06 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-21 11:22:30, 1185 ნახვა

სამართალი
პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანის საბარგულში - დაკავებულია 3 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულები არიან 2002 წელს დაბადებული გ.მ., 2002 წელს დაბადებული ს. ბ. და 1994 წელს დაბადებული ე.ტ.

შსს ამბობს, რომ ისინი მარნეულის ერთ-ერთ სოფელში ფინანსური დავის გამო 1991 წელს დაბადებულ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჩასვეს მანქანის საბარგულში და მდინარის მიმართულებით წაიყვანეს. შსს ამბობს, რომ ამ პირმა გაქცევა შეძლო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულები ფინანსური დავის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ 1991 წელს დაბადებულ დ.ა.-ს, ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანის საბარგულში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ერთ-ერთი მდინარის მიმართულებით წაიყვანეს, რა დროსაც დ. ა.-მ შეძლო საბარგულის გახსნა და გაქცევა. სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს“, – წერია განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა „ბ“ ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics