16:43 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-11 14:23:11, 3244 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე ოპოზიციის გეგმებზე- პირადად მე ამით არ ვინტერესდები

ოპოზიცია და მათი გეგმები  ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს - ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გადავჭრათ არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ  გამოწვევებს, - ამის შესახებ  დღეს   დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში.

„ჩვენ  მზადება უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენთვის მთავარია, რომ ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს და მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს მუნიციპალიტეტებსა და დედაქალაქში.  მიუხედავად იმისა,  რომ ბოლო წლების განმვალობაში აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და გამოწვევები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება და გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვაქვს საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომდევნო დღეებში საზოგადოებას წარედგინება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო პროექტები.

 „რაც შეეხება ოპოზიციას, მე, პირადად, ამით არ ვინტერესდები და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი მათი მხრიდან. ჩვენ ვესაუბრებით მხოლოდ ხალხს და ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას არსებული პრობლემები და როგორ ვუპასუხოთ  გამოწვევებს. რაც შეეხება ოპოზიციასა და მათ გეგმებს, ეს ჩემი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.        

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics