|
2025-08-11 14:09:50, 1288 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული
ომი ვინ დაიწყო, ეს არის შესაბამის დოკუმენტებში დაფიქსირებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" პარტიასაც აქვს ხელმოწერით დადასტურებული ეს ყველაფერი, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა და თავად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამივე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. „2018 წლამდე ამ რეჟიმის და პარტიის წარმომადგენლები ვერც ბედავდნენ იმაზე საუბარს, რომ მათ არ დაუწყიათ ომი. 2018 წელს მოხდა ასეთი რამ, სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ომი დაიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ და ამან მისცა ერთგვარი საბაბი „ნაციონალური მოძრაობის" პარტიას, რომ საპირისპირო ემტკიცებინათ. მაშინ იყო რთული პერიოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გუნდის შიგნითაც „ქართულ ოცნებაში" არ იყო მარტივი ვითარება და ჩვენ გაგვიჭირდა სალომე ზურაბიშვილის დაცვა მაშინ, როდესაც მან ეს განცხადება გააკეთა. ამ განცხადების გამო სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს მოღალატედ და დღემდე ალბათ ძალაშია მათი ეს პოზიცია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)