07:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-04 15:11:59, 1826 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს

პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის აზრით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ამაღლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

მისი შეფასებით, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს. შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.

„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება.

როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე - მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!

სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის ირაკლი ბათუმში იმყოფება და პროცესს ესწრება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics